CBS, CNN და NBC-ის ახალი ამბები ბატონ რუჟში პოლიციელებზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. მათი ინფორმაციით, ის 29 წლის გავინია, კანზას სითიდან, (მიზური). კვირას მისი დაბადების დღე იყო. პოლიციას ეს სახელი ჯერ არ დაუდასტურებია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ვაშინგტონის დროით 16:30 საათზე ერს საგანგებო განცხადებით მიმართავს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაგმო ლუიზიანაში, ბატონ რუჟში პოლიციაზე განხორციელებული თავდასხმა და მას "ლაჩრების მიერ ჩადენილი ქმედება" უწოდა.
პოლიციის 3 ოფიცერია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღიდან და რამდენიმე სხვა დაჭრილი ბატონ რუჟში, ლუიზიანაში, - განაცხადა ქალაქის მერმა. ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
ავიაბაზა „ინჯირლიკის“ მეთაური გენერალი ბექირ ერჯან ვანი, 11 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციის ოფიცერი, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, დააკავეს.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და სანდრა რულოვსი, წყნეთში მცოხვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
თბილისში, საბურთალოზე, ჯიქიას 18ა ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ბუნებრივმა აირმა გაჟონა და აფეთქება მოხდა.
მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე პარტიის წევრებთან ერთად, საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ერევანში, პოლიციის სამმართველოში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, სპეცოპერაციას ატარებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მიუსამძიმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.