გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ფეიქრიშვილი მზად არის, კვლავ იყაროს კენჭი გარდაბნის საარჩევნო ოლქში, თუკი მაჟორიტარობის კანდიდატად მას აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნება“ დაასახელებს.
„ვარშავის სამიტზე ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატო-ს კურსს“,-განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ეკონომიკური განვითარების მიმართულებას გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი უხელმძღვანელებენ.
მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული 16 წლის მოზარდის ძებნისას, მოხალისე დაიღუპა.
საერთაშორისო ექსპერტების უილსონის ცენტრის მიმომხილველი მაიკლ კოფმანი ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობებსა და სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში ერთ-ერთი ურთულეს საკითხად რჩება.
ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით, შიიტურ მავზოლეუმთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი - დაიჭრა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო-საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა.
შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი. ბათუმში დააკავეს.
"ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს აჩვენებს, რაც ალიანსის მახასიათებელი ნიშანია თითქმის 70 წლის განმავლობაში", - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლინეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.