საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება და თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას გამძლეობას უსურვებს.
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 9:50 საათზე ადგილობრივი დროით, რის შედეგადაც მოკლულია 44 და დაჭრილია 230–ზე მეტი ადამიანი. თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განხორციელებული.
სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, მოკლულია სულ მცირე 50 და დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული "ინდიფენდენტი" ავრცელებს.
სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, მოკლულია სულ მცირე 28, დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტამბულის ათათურქის აეროპორტში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს, თურქეთის ხელისუფლებას კი თანადგომას უცხადებს.
სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 36, დაჭრილია ათეულობით ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თურქეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბულის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" თურქეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველო უდიდეს ბიზნესპოტენციალს სთავაზობს მათ, ვინც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებს; ეს ეხება ქვეყნის სწრაფად განვითარებად სექტორებს - სუფთა ენერგია, ტურიზმი, წარმოება, რეგიონალური სერვისები, ლოჯისტიკა და აგრობიზნესი, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დეზინტერიით დაავადების გამო, საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.