დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, ქართველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ 2015-2017 წწ. პროგრამული თანამშრომლობის (PCF)-ის ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსისთვის ორგანიზებულ სემინარებს დაესწრო.
„ავაიკომპანიებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები თურქეთიდან საქართველოში“,-განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შემზარავი თავდასხმაა, სიტყვები არ მყოფნის მომხდარის აღსაწერად, - აღნიშნული განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, სტამბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ინფორმაციას ავრცელებს.
თურქეთის ოფიციოზმა სტამბულის ათათურქის აეროპორტში გუშინ საღამოს მომხდარი ტერაქტისას მოკლული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სამიტს დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის გარეშე განაახლებენ. სამშაბათს დევიდ ქამერონმა 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ვაჭრობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება იმისდა მიუხედავად, რა იქნება მომავალში.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გვიან ღამით პრაღიდან თბილისში სტამბულის რეისით დაბრუნდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე გრიგორი კარასნი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეხება არ აქვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, აჭარაში ქედისა და შუახევის რაიონებში რამდენიმე საავტომობილო ხიდი წაიღო. შუახევში ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, 400-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.