სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის (GFK) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს, ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „არასერიოზულს“ უწოდებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა „ქართული ოცნების“ ლიდერების მოსმენების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"გენერალურმა ინსპექციამ უგულვებელყო 15 მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია და ნაცვლად სამართლიანი დასკვნის შედგენისა, დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების გასამართლებელი მიზეზების ძიება"- აღნიშნავს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ყოფილი გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განყოფილების მიერ დაგეგმილი ინფო ტურები გრძელდება. დღეს საინფორმაციო ხასიათის ტური კინტრიშის ხეობაში მოეწყო. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
„ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტუმრო „ჰუალინგში“ სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც როგორც პარტიაში აცხადებენ, მინიმუმ 150 000-მდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჭეშმარიტებისა და სიმართლის მკვლელი უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად მიმდინარე წლის 29 ივნისს ბერლინს ეწვევა.
„რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.