საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად, რადგან არჩევნების შედეგის ეშინია.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა - აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატები პროკურატურის მიერ გუშინ გაჟღერებულ ეროსი კიწმარიშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის თვითმკვლელობით დაასრულების ვერსიას არ ეთანხმებიან და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს იმ ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ გამოაქვეყნებს ინფორმაციას, რომლებმაც 2006-2012 წლებში საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს და გადაკვეთეს.
„პროკურატურას საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს ეროსი კიწმარიშვილის საქმის შეწყვეტისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო ეს ფაქტი ეცნობებინა ჩვენთვის“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ე.წ. კანონიერ ქურის, დავით გერლიანის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ.
არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული გაიოზ ნ. თბილისში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.