მომავალ პარლამენტში კოალიციის შექმნის ალბათობაზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. იგი ამბობს, რომ "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში კოალიციის შექმნის მოლაპარაკებებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს, - გიორგი კვირიკაშვილი.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლევან ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
„მეტად შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა“ - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებში გამართული შეხვედრები.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას", - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კახა კალაძემ გააკეთა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება.
ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცენტრალურ თელ–ავივში პოპულარული ღია მაღაზიების მიმდებარედ 4 ადამიანი მოკლა და 6 სხვა დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ისლამური სახელმწიფო" ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება. „Daily Mail“-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტერორისტული ორგანიზაცია ვიდეო-რგოლს ავრცელებს.
წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იყოს ვნებათაღელვა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს, - აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების“ სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.