პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
„მინდა მოსახლეობას მოვუწოდო - „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რევოლუციური სურათი დადოს - ნურავის ნუ გეშინიათ“ - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასაც გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან დიდი რესურსი აქვს და ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება, კარებს შეაღებს პოლიტიკაში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მათ წისქვილზე ასხამს ხშირად წყალს, არ მგონია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” კაცი იყოს, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.
პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ”რუსთავი-2”-ის სასამართლო პროცესის დასრულების შემთხვევაში, ფინანსური კუთხით ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს გარანტად დაუდგება, რათა ისინი გვარამიასა და ტელევიზიის მენეჯმენტს არ შეეხონ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ის არჩევნების შედეგად ნახავს, რომ საზოგადოებას მისი აღარ სჯერა, ის საზოგადოებას და მედიას დაემშვიდობება. მან მის მიმართ საზოგადოების ჭარბი ნდობის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამას ყველაზე კარგად არჩევნები უჩვენებს, ხოლო თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ იგი საინტერესო აღარ იქნება, მისთვის ეს "დიდი ტვირთის მოხსნა" იქნება.
„მე არ ვაპირებ სასამართლოს ქმედების შეფასებას“ - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას ტელეკომპანიის მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
"ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუმცა გადალახონ და ღმერთმა მოახმარონ, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით აპირებს ყველა პოლიტიკურ პარტიაზე ანალიზის გაკეთებას და დღეს ამ საკითხზე ვრცლად არ სურს საუბარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.