მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა გავიდა მთავრობის სხდომაზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. 

სრულად...

ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექსპორტიორად აქციოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

თბილისში, ისნის რაიონში ერთ–ერთ სასტუმროსტან ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. სასტუმროს თანამშრომელი ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა, მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა. 

სრულად...

უახლოეს მომავალში, ჩვენ გავმართავთ მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას , რომელიც ითვალისწინებს, როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებასა და მშენებლობას, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

სრულად...

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი ხვალ გაიხსნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალ საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი გახსნიან.

სრულად...

რუსეთი ნატო-ს არც ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არასდროს განახორციელებს, - აღნიშნული განცხადება "რის ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სრულად...

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, უცნობი პირები თუ როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს.

სრულად...

საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს, - აღნიშნული განცხადება გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში ბუნდესტაგის დეპუტატმა, არმინ შუსტერმა გააკეთა.

სრულად...

დღეს ავტობანის ქობულეთი-ოზურგეთის  500 მეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეთურიძე და ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ესწრებოდნენ. 

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა დღეს (6 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გამყარდა.   

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი