გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემები პოზიტიურია, რაც დადებით მოლოდინებს და შესაბამისად, ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ მაუწყებლებს შეხვედრასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება დაუგზავნა, რომელსაც სრულად გთავაზობთ :
საქართველოს მთავრობამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა. აღნიშნული საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
2015 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის, პრემია-დანამატები, 2014 წელთან შედარებით 681 500 ლარით შემცირდა, -აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გულორდავამ გააკეთა.
'ამ ბოლო დროს საკმაოდ უარყოფითი მესიჯები მოდის დასავლეთიდან, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი ინსტრუმენტი აქვს გავლენის მოსახდენად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გზავნილები არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება და დასავლური სტანდარტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია," აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა.
რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
”რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ პარტიის დაფუძნების თაობაზე კომენტარს აკეთებს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ივანიშვილის ინტერვიუ ფაქტობრივად, ჩაიშალა, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ "ამ ყველაფრის გამო დასასჯელია ივანიშვილის პრესცენტრი, რომელმაც არასწორად დაგეგმა ინტერვიუ".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს ”აიფონ პლიუსში” და შპს ”ეფლსიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც ჩანს, თამაზ მეჭიაური თვლის, რომ ცალკე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს მისი გადასაწყვეტია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.