პარტია ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ამომრჩევლების წინაშე ახალი საარჩევნო პროგრამით წარსდგება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ახალ საარჩევნო პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კალინინოს ტეროტორიულ ერთეულში 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში 4 კანდიდატი იყრის კენჭს. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად ფახრადინ შარიფოვი ჰყავს წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ამ არჩევნებში კანდიდატი არ წარუდგენია.
საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან, ეს ადამიანები უდანაშაულოდ იყვნენ ციხეში, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პროკურატურასთან ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით კომენტირებისას. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებს ხვდება. შეხვედრას, რომელიც ”ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარეობს, ვიცე პრემიერები, კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე დავით კოღუაშვილის განცხადებას სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით ეხმაურება. მისი თქმით, დავით კოღუაშვილი ”ქართული ოცნებიდან” ”დროზე უნდა გაეთრეს”.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
Airbus A320-ის კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა.
”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხუთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი პატიმრობის განაჩენი ”თავისუფალი დემოკრატების” დღის წესრიგს ცვლის.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ამირან ჯამბურიძის ცნობით, ქუთაისი-ლენტეხი-ლასდილი-უშგულის დამაკავშირებელი 12 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.