საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი წელს დასრულდება.
ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ”შეჩერების მექანიზმის” გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.
ტელეკომპანია ”საქართველოს” წილებს ყადაღა მოეხსნა. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
”ამ წუთში არის ის წინაპირობები, რომ ლარი გამყარდეს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელვანია ის მოლოდინები, რომელიც მოსახლეობას აქვს”, - განაცხადა განაცხადა გვენეტაძემ, - ეს განცხადება ”ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ”ბიზნესკონტაქტის” ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
რუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შიშს დიდი თვალები აქვს, “ქართული ოცნების“ შიში სრულიად მკაფიოა - შოკში არიან, რომ პარლამენტმა შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემა მიიღოს, - განაცხადა ფრაქცია “რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა.
პრეზიდენტის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, “რესპუბლიკელები“ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ" - აცხადებს "რესპუბლიკელი" დეპუტატი, დავით ბერძენიშვილი.
თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ საკუთარ პარტიას ქმნის და გოგი თოფაძის მიმართ დიდი პატივისცემის მიხედავად სხვა პარტიით არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მეჭიუარი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად გოგი თოფაძის პარტიასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აუცილებლად მიიჩნევს ცალკე მაკოორდინირებელი უწყების შექმნას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.