მასობრივი დემონსტრაცია ათენში - საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი, სადაც დღეს, ახალ საგადასახადო და საპენსიო კანონმდებლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.
ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ, - განაცხადა ''საქართველოს განვითარების ფონდის'' დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ რიყის პარკში, სადაც ევროპის დღეები გაიხსნა.
მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა ავღანეთში - დაიღუპა 52 და დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კონკურსის „მე და კონსტიტუცია“ ფინალურ ტურს დაესწრნენ. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მილოცვა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ცალკე გამოყოფილია აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეები“.
კვირაცხოვლობას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაული მრევლს საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა.
კაიროში სროლის შედეგად 8 სამართალდამცველი დაიღუპა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დედაქალაქის სამხრეთში პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
ლონდონს ახალი მერი ჰყავს. პირველად ქალაქის ისტორიაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერად მუსლიმი აირჩიეს. ამ ფაქტს მსოფლიო მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. Guardian.ge გთავაზობთ ლონდონის ახლად არჩეული მერის, პაკისტანიდან ლონდონში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული სადიყ ხანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს; მისი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების რეაქციას ლონდონის მერად მის არჩევასთან დაკავშირებით.
ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან რუკა წარმოადგინა და აღნიშნა რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.