ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია.
ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში გააკეთა.
ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულში წარმატებით დასრულდება, ყოველდღიური შეხვედრები ამის საფუძველს მაძლევს - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
საქართველოში აშშ-ს ელჩის, იან კელის მისამართით ინტერნეტფორუმზე გამოთქმული მუქარის გამო დაკავებული სულხან წულაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გირაოს ოდენობა 10 ათას ლარს შეადგენს.
დღეს არის ფაშიზმის დამარცხების, დიდი სიბოროტის დამარცხების დღესასწაული, - განაცხადა ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ბაქოში გამართულ ძიუდოისტთა გრანდ სლემზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელი მიკლოშ კირჟენიკსი იპონით 36 წამში დაამარცხა.
ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში 150 სამხედროს გამოგზავნა გადაწყვიტა, - აცხადებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ.
დღეს ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ ევროპული საქართველოს შექმნის თვალსაზირისით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში, ევროპის დღეების გახსნაზე.
დაგეგმილი წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას, - დავით ბაქრაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.