ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 650-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი“ წერს, რომ კიდევ 58 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წამოადგენს. ელჩის მოადგილის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
23 აპრილს, ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობა 27 წლის ლიპარტელიანმა უკვე მესამედ მოიგო.
ასოციაცია ,,თანადგომა თანასწორობისთვის” შშმ პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობის ფორმის გამოსანახავად და სამომავლო მიზნების განსასაზღვრად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ქობულეთის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე მიგრანტების ბანაკს სტუმრობდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი ორი დღის წინათ საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში მის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილის ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ორმოცდაათი კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ბზა დაირგო.
”მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!" - ნათქვამია შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.