აშშ-ში პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას ძლიერ ბიძგს მისცემს.
თბილისის მერიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები - ამის შესახებ საუბრობს ოპოზიცია. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გადაადგილებები იგეგმება. საუბარია რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომაზე. მათ შორის, შესაძლოა, თბილისის რაიონების გამგებლებიც იყვნენ.
ბრიუსელის მაელბეკის მეტროსადგურში მატარებლებმა მუშაობა სრულად განაახლეს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათ საგანგებო ანგარიში მოამზადეს, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს გააცნობენ.
საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში და ვიზალიბერალიზაცია ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.
ძალიან გული მტკივა, რომ არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვინდოდა, მაგრამ ვერ დავეთანხმები IRI-ს მონაცემებს - ასეთი პასუხი გასცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.
იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ, - განაცხადა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ.
მოსამართლეთა შესარჩევი ტესტების შესაძლო გამჟღავნების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაიკითხა.
ნადეჟდა სავჩენკო სამშობლოში, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაბრუნდეს, - უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.