ლევან მურუსიძე არასამთავრობოებთან კონტრშეტევაზე გადადის. აგრესიული ტონიარ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო- განაცხადა მურუსიძემ უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ არასამთავრობოთა ანგარიშზე.
ყველა მშობელს ვთხოვთ, იცოდნენ თავიანთი ბავშვების აცრის კალენდარი,-განაცხადა იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
თურქეთში 6 პირი დააკავეს, რომლებიც შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფოს” წევრები იყვნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, “პოზიცია“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ და „ახალგაზრდული ცენტრი“ საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის პეტიციით მიმართავენ და აშშ-ის კონგრესმენის, სტივ რასელის განცხადებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების გაკეთებას სთხოვენ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს პასუხობს. გვენეტაძის განცხადებით, შენიშვნები უსაფუძვლოა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეების გარკვეული ნაწილი უცხოელმა მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, სახელმწიფოსთან ბიზნესდავები კი საქართველოში ლონდონის საარბიტრაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი სტუდენტური მოძრაობა არის საყურადღებო და დასაფიქრებელი.
ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ის სახელმწიფო არ არის, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს უნიკალური გზები უკეთოს. ჯავახიშვილის აზრით, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის.
უსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.