II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან  ინტერვიუში ისაუბრა.

სრულად...

მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 14 სამართალდამცავი დაშავდა. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ.

სრულად...

რიკოთის საავტომობილო გვირაბში  25- 26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა გვირაბში გაწმენდით და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

სრულად...

ვფიქრობ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, სერგეენკო თვლის, რომ ”ქართულ ოცნებას” ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.

სრულად...

1995 წელს დაბადებული ოთარ ხ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში დააკავეს.

სრულად...

ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან წამალი ძალიან ძვირია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მან  ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ”მედიკამენტების სიძვირე" დაასახელა.

სრულად...

ველოდებით, რომ ევროპარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ში.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.

სრულად...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის ჩეპმიონატის ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა. პირველი ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა (66). ქართველმა სპორტსმენმა თავიდან მეტოქეს ვაზარი მისცა, შემდეგ კი მთელი შეხვედრა ცდილობდა სიტუაციის შეცვლას, თუმცა ბოლოს რუსმა იპონზე დააგდო - 0:1 რუსეთის სასარგებლოდ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი