საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
„ქართულ ოცნებას“ ისე დაუვარდა რეიტინგი, რომ 51 %-ს კი არა, 30%-იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ. ამიტომაც ალაპარაკდნენ მეორე ტურზე“, - აღნიშნული განცხადება „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გააკეთა.
115-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან შეხვედრას მართავენ. მშობლები გათავისუფლებული დირექტორის ნინო სიჭინავას დაბრუნებას ითხოვენ.
NDI-ს კვლევის გარეშეც კარგად ვიცით, რომ მთავარი პრობლემა და გამოწვევა უმუშევრობა და სოციალური პრობლემებია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-მა განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა, თუმცა, პერიოდულად აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, - ამ ინფორმაციას რუსული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტად იმყოფება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დუბაიში იმართება.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება, გადაწყვეტილება „ეროვნული ფორუმის“ საპარლამენტო თანამდებობების დატოვებისა და ფრაქციის სახელწოდების ცვლილების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ფრაქციის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას უკავშირდება.
NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს კი რუსეთი წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.