”თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, დოკუმენტს წარადგენენ ირაკლი ალასანია, დავით ონოფრიშვილი, ვასილ რევიშვილი და პროფესორი კარლ-ჰაინც პაკე, რომელიც მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანია „მაგდებურგის“ უნივერსიტეტში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო სკოლის მიერ მომზადებული 28 არტილერისტი შეემატა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
სერგო რატიანი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერიცა და პრეზიდენტიც გაუგებრობაში არიან.
მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ დაადანაშაულეს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის განცხადებით, შეხების ხაზის სიახლოვეს ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სტეპანაკერტის ცნობით, ხაზის პერიმეტრზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2 000-ზე მეტი გასროლა განახორციელეს და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მოქალაქე გოდერძი ბუთხუძე დააკავა.
"ქვეყანა 7-8 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს" - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვვევდეს კითხვის ნიშანს რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები," განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.
არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.