ავსტრალიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ორი ნაწილი, რომელიც მოზამბიკშია ნაპოვნი, "თითქმის დანამდვილებით", დღემდე დაკარგულად მიჩნეული მალაიზიის ავიახაზების (გაფრენის ნომერი MH370) კუთვნილი თვითმფრინავისაა. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს. ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 11.00 საათზე გაიმართება.
სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების შედეგადად დაჭრილი უამრავი ადამიანი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემების ცენტრი აჭყვას მასივისა და გელაურის დასახლების სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. არხების გაწმენდითი სამუშაოების დასრულება აპრილის თვეში იგეგმება.
"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განუმარტა, რომ ფონდს არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ფონდმა უარყო გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტმა გიორგი თავამაიშვილმა 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართეს, ასევე სამინისტროების საქმიანობის 3 წლის ანგარიში წარადგინეს.
აბაშის მუნიციპალიტეტში "მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
ახალი საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 8 და 8 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.
ჩვენ სრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.