საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან, - ეს განცხადება "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ტომას პიკერინგმა - ამერიკის კარიერულმა ელჩმა და სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ გააკეთა.

სრულად...

"მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში," ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა და დაამატა, რომ საქართველოს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, "რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები."

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სრულად...

"საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც, - ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან, რესპუბლკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა.

სრულად...

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის პოტენციალი და ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის საკითხები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, გიუნტერ ბეხლერის შეხვედრისას.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ქორწინების თემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია "ნაკლული სამართლებრივად არ არის" და "ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში".

სრულად...

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია.

სრულად...

ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, ხონელ ქალბატონებს მიულოცეს და საჩუქრად, სიმბოლურად, ყვავილები მიართვეს.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი