ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინათ მიიღო.
მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
2016 წლის ბოლომდე შენგენის ზონის "ნორმალური ფუნქციონირების" აღდგენა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი უმთავრესიპრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ, ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე მიღებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისში შემოსაყვან ახალ ავტობუსებზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება, ამის შესახებ თბილისის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერმა განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 11:00 საათზე გაიმართება.
ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრს, ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
„რაც შეეხება კითხვას, რამდენად კარგად ვიყენებთ არსებულ რესურსებს, იმ რესურსებს, რაც ჩვენ გვაქვს, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად რაციონალურად და უფრო მეტიც, შევქმნათ ალტერნატიული ინსტრუმენტები. მაგალითად, შენიშნავდით, რომ ქუჩებში ქვეითი პატრულები უკვე გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა. მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ ქორწინებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და "ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს".
პენტაგონის განცხადებით, სომალიში, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად ალ-შაბაბის 150-ზე მეტი სამხედრო პირია მოკლული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.