შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი კალიფორნიაში, სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. ნენსი რეიგანი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, შეგუბებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის ნახევარი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წელსვე დასრულდება.
ირანელი მილიარდერი ბიზნესმენი ბაბაქ ზანჯანი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC ირანის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გაზპრომის თემა დიდი ხანია გადაწყვეტილია და ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროიდან, ეს რუსული კომპანია გაზს აწვდის სომხეთს საქართველოს გავლით და ჩვენ ქვეყანას ამაში რჩება 10 პროცენტი ტრანზიტისთვის.
"არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია დასრულდა. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს". აქციაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, რომ მისი სურვილია მრევლთან ერთად "ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად".
"ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ისაუბრა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.