შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ „Georgian Business Zone“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმა გახსნა. სოფელ წნისში მდებარე მეცხოველეობის ფერმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
ქუთაისში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 112 –ე მუხლით მიმდინარეობს
"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე მივიდნენ გამომძიებლები, პეტრიაშვილის ადვოკატი, ლევან სამუშია და პარტიის წევრები.
სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა.
საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შუა აზიიდან საქართველოში შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების მოსახლეობისთვის ორგანიზებულად დარიგების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფი პრემიერ-მინისტრი შუასაუკუნეების ქართულ ძეგლს – საფარის მონასტერს ესტუმრა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 ქართველი მებრძოლი დაკრძალეს. ექვსი მათგანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს მიაბარეს მიწას, ხოლო ოთხი დღესვე საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალებიან.
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დეპოს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი და სასურსათო მაღაზია “ნუგეში” დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედგად, 100-ზე მეტი კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დილიდან სამების ტაძარში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.