"მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ რას სთავაზობს მათ" - ამის შესახებ "მაესტროს" ყოფილმა დირექტორმა, ბაია გაბაძემ განაცხადა.
თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და ასფალტის ახალი საფარის დასაგებად მზადება მიმდინარეობს.
"ლევან გაჩეჩილაძე უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა დირექტორად, მას შეუძლია "მაესტროს" შენობაში მოვიდეს სტუმრის სტატუსით, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
"ვისურვებდი, რომ არ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული" - განცხადება ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა, აიუფ ბორჩაშვილმა დასკვნითი სიტყვისას გააკეთა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 7 909 100 ლარს შეადგენს, აქედან 2 733 100 ლარი გათანაბრებული ტრანსფერია; 165 000 ლარი მიზნობრივი ტრანსფერი; 130 000 - გადასახადები; 1 292 000 ლარი გარდამავალი ნაშთი; 1 700 000 ლარი რეგიონული ფონდის თანხა; 543 000 ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ამის შესახებ ინფორმაცია guardian.ge -ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მიაწოდა.
“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალური დირექტორია, უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ “მაესტროში” ლევან გაჩეჩილაძეს არ შეუშვებს.
დიახ, როგორც 2012 წელს, ასევე 2016 წელს საჭიროა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის სათავეში იყოს!
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრი ავრცელებს.
დღეს "ქართული ოცნების" ოფისში 17:00 საათზე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. კოალიციის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრის, "მრეწველების" წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.