დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
"შპს "ბათუმის წყალთან" დაკავშირებული მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლო სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, მივაწოდო სრული და ობიექტური ინფორმაცია მომხდარი ფაქტის ირგვლივ" - ალექსანდრე მიქელაძე.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
"ბათუმის წყლის" დირექტორი, ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი თანამდებობას არ დატოვებს.
"რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" განახლებულ ფორმატში თანამშრომლობას "დემოკრატიული მოძრაობა" ეხმიანება. პარტიაში განმარტავენ, რომ კოალიციის წევრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ძირითადად მსხვილი ბიზნესების ცნობადი სახეები ფიგურირებენ და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს და შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით გამდიდრდეს.
გვინდა მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი, - გიორგი კვირიკაშვილი.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს, "გაზპრომის" წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.