საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი იყო "საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი". უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში.
სოფელ ტირძნისში, თამარ კუსრაძეს დედის დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა დედას, რომელიც ავადმყოფ მეუღლესთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან ცხოვრობს, სახლის დაწყებული მშენებლობის დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. რაღნიშნულ რეგიონში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის უკვე 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. გამოვთქვამ იმედს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აქცევს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, - ომბუდსმენი.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად, ფონდი „Salve” დააფუძნა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, დიდე რეიდერსს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო უწყება ავრცელებს.
"კოალიციიდან გამოსულ ნებისმიერ პარტიას, გარდა პარტია "ქართული ოცნებისა", ძალიან გაუჭირდება ბარიერის გადალახვაც კი" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უფრო დაბალანსებული იყო და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან" - ამის შესახებ დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.