„ვრჩებით კოალიციაში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და წარმატების შემთხვევაში მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს“ - განცხადება ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სრულ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. როგორც BBC იუწყება, მან ასევე მოითხოვა სამხედრო დოქტრინის გადახედვა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული დარტყმა განახორციელოს.
აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, 21 ქვეყნის სამშვიდობო დანაყოფის მხრიდან, 2015 წელს, სქესობრივი ძალადობის 99 შემთხვევა დაფიქსირდა - ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, ამის შესახებ საუბარია გაერო-ს მოხსენებაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა წარადგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი, ილია მეტრეველი აირჩიეს. კენჭისყრისას, ილია მეტრეველმა საკრებულოს 15 წევრიდან მხარი 10-მა დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა.
200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, მრავალმხრივ ფორმატშიც იქნება დასადასტურებელი - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას გააკეთა.
პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედის დღე აღინიშნა. კულტურის სახლში დედების პატივსაცემად მომღერალ სოფო ბედიასა და კვარტეტ „ბათუმის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.