"არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ვხედავ" - განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა გააკეთა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. კობახიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება კოალიციაში არსებული დაპირისპირების ამოწურვისკენ არის მიმართული.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საბერძნეთსა და თურქეთში ჩავა და შეეცდება მოძებნოს გამოსავალი და გამონახოს საერთო მიდგომა ევროპის გაუარესებულ საიმიგრაციო კრიზისთან მიმართებაში. ამის შესახებ BBC წერს.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ხუნდაძის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
"რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პიკზე, შეერთებული შტატების გავლენიანი"რესპუბლიკელები" მთავარი გამოკვეთილი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მან 7 შტატში ერთდროულად მოიპოვა გამარჯვება, ღიად საუბრობენ. ამის შესახებ BBC წერს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დიდ დიღომში, წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს, - ამის შესახებ კომპაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი კოალიციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"ადიგენის პრობლემა გაცილებით მალე მოგვარდებოდა, მასში ადგილობრივი ხელისუფლება და რელიგიის სააგენტო თავის დროზე რომ ჩარეულიყვნენ" - განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
"ქართული ოცნება" პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ეს ერთი კაცის ირგვლივ შეკრებილი გუნდია, ამიტომ სერიოზული გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის, - დემურ გიორხელიძე.
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში წყალსადენის დაზიანებისა და საცხოვრებელი კორპუსების დატბორვის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.