მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია ნატო–ს წევრები არიან, რუსეთთან თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საფრანგეთი და გერმანია უშუალოდ არ ჩაებმებიან რუსეთის წინააღმდეგ ნატო–ს ეგიდით წარმოებულ საომარ ოპერაციებში.
ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინათ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
ხობში სამ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ურთას მთაზე გაუჩინარდნენ, სადაც საქონელი ჰყავდათ წაყვანილი.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი, - ამის შესახებ დღეს საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.
თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რუსეთი დასავლეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებსაც ისტორიულად გავლენის სფეროდ მიიჩნევს, ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.
"მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული" - განცხადება ამის თაობაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ციხისძირში, ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დღეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შეუერთდა.
რუსეთმა მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.