ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი წლიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი პროგრამები ამოქმედდა. მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 1 769 113 ლარის დახარჯვას გეგმავს.
"ნატო-მ უკვე გაზარდა შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა" - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სთხოვს უფლებამოსილება შეუჩეროს კახეთისა და გურიის გუბერნატორებს. ამასთან, დაისვას მათი მათ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე I მსუბუქ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადაში არსებულ სიტუაციასა და და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო გარემოს გაეცნო.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.
ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების გადაწყვეტილების მიზეზად ახვლედიანის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა. კლუბის წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, რამდენიმე დღის წინ პარიზის პრესტიჟულ ტურნირში „გრან სლემი“ ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.