კოალიცია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა. კოალიციაში შემავალი "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურას, თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს უპირისპირდება და ამბობს, რომ საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ხიდაშელმა "თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოჭრა".
საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაროშ შევჩოვიჩის შეხვედრაზე გაგრძელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი იმართება.
"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაბაძემ იუსტიციის სახლში განუცხადა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრმა მას 30-დღიანი ვადა მისცა.
საქართველოს დასავლური ორიენტაციიდან არასდროს გადაუხვევია, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჯეიმს კლაპერის მოსაზრებას საქართველოს მიერ სტრატეგიული დასავლური ორიენტაციის შეცვლის შესახებ.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.