გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ მთლიანად საქართველოში, მათ შორის სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით, შიიტურ სალოცავ ზაიდა ზეინაბთან ახლოს მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ BBC იტყობინება. აფეთქებამ ავტობუსის გაჩერება და სამხედრო შტაბ-ბინების შენობები მოიცვა, რამაც ახლოს მყოფი სატრანსპორტო საშუალებები ნამსხვრევებად აქცია.
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად “ლავას ოღლი” დუმილის უფლებას იყენებს. ის იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად კოჯორი-სამადლოს გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. შემთხვევა თბილისში წუხელ მოხდა.
6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი დღეს სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით" გაიხსნა. თეატრის საზეიმო გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
დღეს შედგა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან და მან დაადასტურა, რომ ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიდის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტიდან.
"ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრად რჩება"- აღნიშნულის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პრემიერისა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.