დღეს, თავდაცვის სამინისტროში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წევრებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე პაატა მჭედლიძე დააკავა.
სამართალდამცველებმა მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ზაზა ფაჩულია Dallas Mavericks-ის ცენტრში იმყოფება. ამის შესახებ The Washington Post -ი წერს. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ამას აღნიშნავს იმიტომ, რომ "თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ გუნდი, რომელშიც ფაჩულია თამაშობს, უფრო მეტიც, არ იცოდეთ რომ ის პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობს.
1976 წელს დაბადებული კადირ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ქარელში დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.