ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4280 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ გნუცხადა.
ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი მომავალ კვირას იტალიას და საფრანგეთს ეწვევა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. გავრცელებული ცნობით, რუჰანი 25-26 იანვარს იტალიაში ჩავა, 27 იანვარს კი პარიზს ესტუმრება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, იეგანა გასიმოვა დააკავა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს ბენ პერსერს და ჯონ რეიდერს შეხვდა.
ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას, რომ მას გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სხვადასხვა კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული, ბრალდების ადრესატი პასუხობს. "რუსთავი 2" -თან საუბრისას შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მისთვის ბესელიას ბრალდებები არასერიოზულია.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდა, ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით.
პროკურორ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებმა ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლის განცხადების შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი და ამჯერად ამ წესს ვეღარ გადაავადებენ. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოტანაზე აღმასრულებელი ხელისუფლება და კოალიცია უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც საუბრობენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პროკურატურისგან ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ყველა მასალის გასაჯაროებას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.