საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ამ ინფორმაციას BBC ამ წუთებში ავრცელებს. საფრანგეთის საჯარისო ნაწილები ალპებში წვრთნებს გადიოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. დამატებით ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
"რეფორმატორები" მთავრობის მზაობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიესალმებიან. პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს ღია მიმართვას უგზავნის და მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში რეკომენდაციების გაზიარებას სთავაზობს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ალადაშვილი წარუდგინა.
პროექტში „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ჩართულმა ახალგაზრდებმა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციები გამართეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დღეს ძაიანსის პროვინციის "აბრეშუმის გზის" საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თამარ სანიკიძის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მისი საქმიანობის სამართლადმაცავების მხრიდან გამოძიების დაწყებას სთხოვს.
იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესეხებ დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.