პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
ამის შესახებ პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და წარმატებული რეგიონული პროექტები დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა.
"ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობის დროს გააკეთა.
შსს-მ, 1995 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1979 წელს დაბადებული ვასილ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრება. მათივე ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
უკრაინული მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გიორგი გაბაშვილი და მისი ძმა, ლადო გაბაშვილი ფიგურირებენ, ნათლად ჩანს, თუ როგორი მწვავე შიდა დაპირისპირებაა სააკაშვილ-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილის დაჯგუფებებს შორის.
ვაზისუბანში მომხდარ ძარცვას, რომელიც "რეფორმატორების" წევრის ნიკა კირვალიძის საცხოვრებელ სახლში მოხდა, პარტიის წევრები ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. "რეფორმატორები" აღნიშნულ დანაშაულს პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინათ სააფთიაქო ნარკომანიის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგს უკავშირებენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალციხეში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში გამარჯვებულ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ "სახელმწიფო 800 ბიზნეს-იდეის ასამუშავებლად 5 მილიონ 800 ათას ლარს გასცემს, რაც, მინისტრის თქმით, 2 960 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გამოიწვევს.
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შსს-ში განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.