თბილისის მერიაში მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან ერთად თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობას ორი ახალი კანდიდატურა წარუდგინა დასანიშნად.
უკრაინამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, კიევი ყველა რუსულ ავიაკომპანიას ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთას აუკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ 12-სულიან დევნილ ოჯახს ესტუმრა, რომელსაც თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა.
ტელეკომპანია CNN-ის მიერ საქართველოს შესახებ რეპორტაჟის მომზადების საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, სამინისტრო და მთავრობა ძალიან აქტიურადაა დაკავებული ქვეყნის პოპულარიზაციით.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუკი პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის პოსტზე დაამტკიცებს, ის იქნება ბევრად უკეთესი პროკურორი, ვიდრე ამჟამინდელი ან დღემდე ამ თანამდებობაზე მოღვაწე ნებისმიერი სხვა პროკურორი.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 123 პროექტია დაფინანსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლილოს დასახლებაში განაცხადა, სადაც მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ავღანეთში 2011 წელს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ახმედ საფაროვი მოინახულეს.
პარლამენტში ხვალ მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენილ ირაკლი შოთაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გამოავლინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.