რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნა რუსეთ-ნატოს ურთიერთობას და ამავე დროს "შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში".

სრულად...

ბრიუსელში სკოლები და უნივერსიტეტები გაიხსნა, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. BBC -ის ცნობით, ბელგიის დედაქალაქში უმაღლესი ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მოქმედებს და ასობით შეიარაღებული სამართალდამცველი და ჯარისკაცი ქუჩებში ისევ პატრულირებს.

სრულად...

კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩა 47-თან გამავალ მიწისქვეშა დ-300 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, საბურთალოს, ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩის 6, 9, 11, 13, 14, 15, 16 კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (4500-მდე აბონენტი) გვიან ღამით გაზმომარაგება შეუწყდა

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ერვე ლადსუს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძეც ესწრებოდა.

სრულად...

ავღანეთში "თალიბებმა" მოლდოვას კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მათ ბორტზე მყოფი 3 ადამიანი მოკლეს, 18 ადამიანი კი, მათ შორის მოლდოვას 3 მოქალაქე, დაატყვევეს. "თალიბებმა" უკვე განაცხადეს, რომ შესაძლოა, ტყვეები სიკვდილით დასაჯონ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს მშვიდობისათვის" - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დავით თევზაძე წერს.

სრულად...

შსს-მ  დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

სრულად...

ტუნისის დედაქალაქში ავტობუსი ააფეთქეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის დაცვის წევრები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.

სრულად...

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლილოს დასახლებაში ახალ საწარმოს გახსნის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საწარმო "ინნოვასი" "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში აშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მლნ აშშ დოლარამდეა.

სრულად...

"პატრიოტთა ალიანსმა" შიმშილობის აქცია შეწყვიტა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ირმა ინაშვილი მომავალი წლის გაზაფხუზე შიმშილობისა და საპროტესტო აქციების  მორიგ ტალღას აანონსებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი