რუსული წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელიც საფრანგეთის სასამართლოს დაუსწრებლად ჰყავდა გასამართლებული და თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჰქონდა მისჯილი, დღეს საფრანგეთის პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას "ფრანს პრესი" ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვდრისას საუბრის მთავარი თემა საქართველო-შვეიცარიის მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარება იყო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას როიტერი სირიის „Observatory for Human Rights“- ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა – ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს და მას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სთხოვეს.
თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, დუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, ნიკოლაი ლევიჩევიჩმა გააკეთა.
23 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი, სტუმრებთან და მუსიკოსებთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით, თურქეთმა რუსეთს მიაყენა დარტყმა ზურგში და დღევანდელი შემთხვევა სერიოზულ შედეგებს მოიტანს რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების საკითხში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
ინტერნეტსივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავის "სუ-24"-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავის ვიდეოკადრები გავრცელდა. BBC -ის ინფორმაციით, რუსი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.