შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ. ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
„ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე შოთა მალაშხია პრეზიდენტს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს. ამის შესახებ მალაშხიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების შეტანას ხვალ გეგმავს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა. რეიდებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება, 1 000-მდე სპეცსამსახურების თანამშრომელი, პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს.
წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენც ყოველთვის გველეშაპების წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
"როცა თქვენ ამბობთ - "რუსეთის პროვოცირება", ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ! - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა სამი ადამიანი გაიტაცეს. მათი წაყვანა აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოხდა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილნი.
მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 100-ზე მეტ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. ახალგაზრდა ერაყელები სოციალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ადვოკატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი ვარდების რევოლუციის 12 წლისთავის შესახებ Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს. ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ 2004-2012 წლები ყველაზე წარმატებული 9-წლიანი პერიოდი იყო "საქართველოს დოკუმენტირებულ (არამითოლოგიურ) ისტორიაში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.