კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული 2 დღიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სრულად...

სუს-მა ტერორიზმის ბრლდებით, საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი აეროპორტში დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

სრულად...

ყირიმის ნახევარკუნძულზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმია შემოღებული. რამდენიმე დღის წინათ, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა მაღალი ძაბვის გადამცემები ააფეთქეს, რითაც ყირიმს ელექტროენერგია მიეწოდებოდა.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, ნალჩიკში სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და გაურკვეველ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.

სრულად...

თურქეთში, "ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. სამივე პარიზის ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "თუდეი ზამანი" წერს. 

სრულად...

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სულ მცირე 20 სამოქალაქო პირი გაიტაცეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "ხაამა" იტყობინება.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მალიში, სასტუმრო "რედისონზე" შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის რუსეთის ექვსი მოქალაქეა. 

სრულად...

ჩვენ არ ვართ რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრე, ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა შემდეგი შეკითხვის - მოვიდა თუ არა დრო, ევროპამ და აშშ-მ ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავოს? - საპასუხოდ განაცხადა

სრულად...

"სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი იყო, გაისად კი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარი იქნება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გლობალურ კონფერენციაზე - "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო". 

სრულად...

ბერნარდ კუშნერი, რომელიც 7 წელი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო, ქართული ჯანდაცვის რეფორმირების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მას მთავრობა მხოლოდ ექსპერტების დახმარებით განახორციელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი