ბელგიის პრემიერ-მინისტრის, შარლ მიშელის განცხადებით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონის რეჟიმი მინიმუმ ერთი კვირით გახანგრძლივდება.
მისი თქმით, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, ბელგიაში მოსალოდნელი თავდასხმების საფრთხე კვლავ დიდია.
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი ამერიკაში საიდუმლო ვიზიტად იმყოფებოდა.
ეგვიპტეში, სინაის სახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარ ორ აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 12 ადამიანი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს, კი-ტაკ ლიმს შეხვდა.
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დავალებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 ნოემბრისთვის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში , პუებლოს შტატში მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს "მზარდი ტერორისტული საფრთხეების" შესახებ აფრთხილებს. უწყებამ სპეციალური რეკომენდაცია გამოაქვეყნა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.
პარიზის გარეუბანში, ერთ-ერთ ქუჩაზე სანაგვე ურნაში სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი იპოვეს. როგორც ითქვა, ის იმ ქამარს ჰგავს, რომელიც პარიზის ტერაქტებისას თავდამსხმელებმა გამოიყენეს. საფრანგეთის პოლიცია ამ ფაქტის გამოძიებას აწარმოებს.
ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.