თუ აუდიტის დასკვნა, რომელიც ლაშა თორდიამ წარუდგინა საზოგადოებას, მართალია, მაშინ დღეს მე 50 000-ზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს ცნობით, გამოძიებამ 2015 წლის მაისში, ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამნაშავე პირი დაკავებულია.
საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ჩამოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს მიაწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლეერს, რომელიც თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რამდენიმე საათით სტუმრობდა.
დღეს, 19 ნოემბერს, დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელქტროენერგია თბილისის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს გაეთიშებათ.
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში უსინათლოთათვის ხმოვანი ბიბლიოთეკის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები, ასევე უსინათლოთა კავშირის თბილისის ფილიალების წევრები, უსინათლო პირები ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონის შესაბამისად, დაცულია გენდერული ბალანსი - კანდიდატებს შორის ერთი ქალია.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.
“ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით, ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა და საფრანგეთს ახალი ძალადობით დაემუქრა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებები წარმოადგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.