საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
"ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის ტერორისტებისგან დასაცავად. როგორც BBC იტყობინება, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ქალაქების მერთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაიბერის მეშვეობით მისი, დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას და გიგა ბოკერიას მოსმენა განხორციელდება, "თავისუფალი დემოკრატები" გამოეხმაურნენ.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მის მოსმენაზე და თვალთვალზე სასამართლომ სანქცია გასცა. გვარამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსულ სპეცსასმახურებთან თანამშრომლობს, იმისთვის რომ ვაიბერის მეშვეობით დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას მოსმენა განახორციელოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპალატის პრეზიდენტ რიჩარდ ვებერის შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს მუჰამადუ ბუჰარის, 18 ნოემბერს, ქალაქ იოლაში ტერორისტული აქტის შედეგად, ათობით ადამიანის დაღუპვის გამო უსამძიმრებს.
კოპენჰაგენის აეროპორტის მესამე ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. როგორც გამოცემა "ინდიფენდენტი" იტყობინება, აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტერმინალში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მგზავრთა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხო ადგილას გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველოს რთულ სამეზობლოში უწევს ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი მისწრაფებები არის დასავლეთზე ორიენტირებული, - აღნიშნული კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ევრაზიული თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ამ წუთებში თბილისის მეტროსადგურების უდიდესი ნაწილი არ ფუნქციონირებს. როგორც guardian.ge -ს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ "300 არაგველებზე" დროებითი შეფერხებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.