თბილისში, პეკინის გამზირზე, "პროკრედიტ ბანკი"-ს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. შემთხვევა, დღეს დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის თანხა არის წაღებული ბანკიდან.
პარიზის სან-დენის გარეუბანში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანია დაკავებული, რომელთაგან სამი ტერორისტია. სპეცოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა ხუთი სამართალდამცველი.
საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნარმანიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა
დღეს გავრცელდა ერთ–ერთი ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსის მოსაზრებები, რომელიც ეხება საქართველოს და ქართული პოლიტიკის პრიორიტეტებს. აი, ციტატა ამ ინტერვიუდან.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზები არ მოიხსნება და საუბარია მხოლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ისიც გარკვეული კატეგორიისთვის.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოდან სირიაში მებრძოლების გადინების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას.
ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს, - ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
ზესტაფონში მდინარე ძირულაში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო, ხოლო მანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს ამ დრომდე ეძებენ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების კონტექსტში, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.