იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი , რომელიც უკრაინის ერთ-ერთი გუბერნიის ხელმძღვანელია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.
გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი, ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, ციხეში წამების ამსახველი ახალი კადრების გამოჩენას აანონსებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.
გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, ციხეში პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოებში მისი ხმა არ არის.
მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი 31 ოქტომბრის შუალუდური არჩევნების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გამოხატულ მოსაზრებას ეხმაურება. შათირიშვილი უსუფაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ "რესპუბლიკელებმა "ქართული ოცნება" სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს და თავადაც ცუდ დღეში აღმოჩნდნენ.
უახლესი ინფორმაციით, თურქეთის კრიტიკულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" წინასწარი მონაცემებით, ხმების უმრავლესობა, 53% მოიპოვა. ამის შესახებ BBC იუწყება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც იგი "დასკვნების გამოტანას" ცდილობს. მისი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მიიღეს „ქართულ ოცნებაში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.