"რუსთავი 2" -ის ადვოკატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი შუალედური არჩევნების თემას ეხმაურება. ბიბილაშვილი Facebook -ზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში საარჩევნო ფონს აუარესებს.
ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს, - ასე უპასუხა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალესანდრა ჰოლ ჰოლიმ "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დასმულ კითხავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ილიას უნივერსიტეტში "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" ფოტოს გამოფენას მკრეხელობას უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, თუკი თავმოყვარეობა შერჩა ქართულ საზოგადოებას იგი ქუჩაში უნდა გამოვიდეს მოთხოვნით, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენოს თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, ქ–ნი ხიდაშელი და ბ–ნი აგულაშვილი!
ამ თინათინ ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომელიც დროშებით დარბის, მაგ დროშებით წაბრძანდები - ეს განცხადება, ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში, სატელეფონო ჩართვისას "პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი არჩევნების გაყალბებაში პირადად დაადანაშაულა.
თავდაცვის მინისტრის საგარეჯოს შტაბში ჩასვლასა და მის მიერ ოქმების შეჯამებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოცილაურ ქსელებში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ცესკო-ს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საგარეჯოში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა ამომრჩეველთა ხმების 49,5% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ირმა ინაშვილმა კი 45, 83%.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გვიან ღამით "ქართული ოცნების" საგარეჯოს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა და თავად აჯამებდა უბნებიდან მოტანილ ოქმებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები და ინფორმაცია მან Facebook -ით თავადვე გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.