პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველას მოუწოდა, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, რომ თავი შეიკავონ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის პოლიტიზებისა და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ.
სააკაშვილსა და ბოკერიას, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრების გავრცელებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გააცნობიერეს რომ საქართველოში დემოკრატიაა დამკვიდრებული და მათი მეთოდები - დარბევები, ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვა და ა.შ. აღარ არსებობს.
ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მინისტრის ბრიფინგი 13:00 საათზე გაიმართება. არსებული ინფორმაციით, წულუკიანი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის მერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის ალექსანდრ ბოროვიკის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბოროვიკი სუვოროვის რაიონული საარჩევნო კომისიის ქმედებების უკანონოდ ცნობას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას, ნაწილზე კი - ხმების გადათვლას ითხოვდა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე, ურთმელიძის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვონ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტაბულას" დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გიგა ბოკერია დაკითხვაზე 13:00 საათზე დაიბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.